ირინა სარიშვილი: უკვე მერვედ ვიცვლი ბინას, ისევ ნაქირავებს...

19 Feb 2018 15:01

ხვალიდან უკვე ჩალაგებას ვიწყებ და უკვე მერვედ ვიცვლი ბინას ისევ ნაქირავებს. ჩამოვლაზე ვარ პროდუქტებზე და წამლებზე (საბას ანგინა აქვს), ასე მივბოდიალობ პარკებით ქუჩაში, ათას რამეზე ვფიქრობ, სად რა ჩავდო, რა დავარიგო, რა წავიღო. შევჩერდი კიდევ ერთ სავაჭრო პუნქტთან, დავდე ეს ჩემი პარკები იატაკზე, გვერდით ვიღაც მობანდიტო გამომეტყველების ტიპი იდგა რაღაცას ყიდულობდა. ცალკე ამაზე დავიზაფრე. ამ ბოლო დროს ქუჩაში უკან თუ ახლოს მომყვება ვინმე, წინ ვატარებ ემანდ თავში არ მთხლიშოს რამეთქვა ისეთები ხდება. მოკლედ ვიყიდე რაც მინდოდა, ავიღე პარკები, მოვდივარ სახლისკენ და უცებ აჩქარებული ნაბიჯები მესმის უკნიდან. გევიხედე და ეს მობანდიტო კაცი მორბის ჩემსკენ. მოვკურცხლე მარა რა მოვკურცხლე, ცოტაც და პარკებს ხელიდან გავაგდებდი, რისი გაფიქრება აღარ მოვასწარი და ამ დროს მესმის ყვირილი: ქალბატონო ირინა, ჩემი პარკები გაგყვათ დამელოდეთო. იმის პარკებიც გამიყოლებია თურმე :/ . ეხლა ამას ძლივს ვწერ ისე ვხარხარებ  მარტო იმის წარმოდგენაზე ის კაცი რო მომდევდა და მე რო გავრბოდი ნეტა რა იფიქრა...


კომენტარები:

ფართი შოპი