ნარჩენების მართვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

22 Feb 2021 13:53

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის (2016-2020) განხორციელების შეფასების და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობისათვის ახალი ეროვნული გეგმის (2020-2025) შემუშავების პროგრამა ინლაინ შეხვედრაზე განიხილა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი ესწრებოდა.


მათივე ინფორმაციით, სოლომონ პავლიაშვილმა შეხვედრაზე პროექტის პრიორიტეტებსა და საჭიროებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის მოთხოვნების განხორციელებას სახელმწიფო უწყებებთან, მუნიციპალიტეტებთან, კერძო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გზით.


უწყების ცნობით, პროექტი დაფინანსებული და ორგანიზებულია ევროკავშირი გარემოსთვის (EU4Environment) რეგიონული ინიციატივის ფარგლებში. პარტნიორები არიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მსოფლიო ბანკი. საქართველოში პროექტი ხორციელდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ, ხოლო აღმასრულებელი ორგანიზაცია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრია (REC Caucasus).





კომენტარები:

ფართი შოპი