ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

22 Feb 2021 14:24

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის ინფორმაციით, მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ.


მისივე ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი 24 თებერვალს, ანჩისხატის ტაძარში, 15:00 საათიდან იქნება.


მომღერალს 25 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.


შეგახსენებთ, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს ისრალეში გარდაიცვალა. ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ის ბოლო პერიოდში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

ipn.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი