ალეკო ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს - ბავშვებს საჭმელი ენატრებათ, ისე იზრდებიან, ხორცი არ აქვთ გასინჯული - ასეთ ქვეყანაში გამოდიხართ, მუშტებს აბრახუნებთ და ამბობთ, რომ ოპოზიცია უნდა გაანადგუროთ

22 Feb 2021 20:53

ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ბავშვებს საჭმელი ენატრებათ და ისე იზრდებიან, რომ ხორცი არ აქვთ გასინჯული - აი, ასეთ ქვეყანაში გამოდიხართ, მუშტებს აბრახუნებთ და ამბობთ, რომ ოპოზიცია უნდა გაანადგუროთ, - ამ განცხადებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.


ელისაშვილი დაინტერესდა, ზრდილობის გულისთვისაც მაინც რატომ არაფერი თქვა პრემიერობის კანდიდატმა ქამრების შემოჭერის თაობაზე.


“ამ წლების განმავლობაში, რასაც ვაკვირდები, თქვენ მართლა გულწრფელად მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკოსის, პრემიერ-მინისტრის თუ მინისტრის მთავარი ფუნქციაა ებრძოდეს ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ეს თქვენი არჩევანია. გაიძახოდით: - რადარებიდან უნდა გავაქროთ, გავანადგუროთ... ხომ არ ფიქრობთ, რომ ამასობაში რადარებიდან ქრება და ნადგურდება საქართველო. სანამ თქვენ ოპონენტებთან ბრძოლაში ასეთი ჟინით ხართ შეპყრობილი, ქვეყანა ნადგურდება, ღატაკდება. ბოლოს როდის ელაპარაკეთ ჩვეულებრივ ხალხს? - მაგალითად, ნავთლუღის ბაზარში თუ გასულხართ? წლებია მაღალ თანამდებობაზე ხართ, იქნებ კავშირი გაგიწყდათ და არ იცით, რომ ხალს ლუკმა-პური ენატრება?“, - მიმართა ღარიბაშვილს ალეკო ელისაშვილმა.


პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავს.

პარტია “ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამა გააცნო

 


კომენტარები:

ფართი შოპი