ნათია ფანჯიკიძე: შევთანხმდეთ, რომ მხიარული "მათხუარები" ვართ...

26 Feb 2018 04:30

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:


_პირველად რომ გავიგე, უცხოელები სუფრის გადასახადს თანაბრად იყოფდნენ, თუ რათქმაუნდა, საკუთარ  წვეულებაზე არ გპატიჟებდნენ  და უბრალოდ ერთად ყოფნისთვის  იკრიბებოდნენ, მახსოვს, როგორ გამიკვირდა. კაცებზე არანაკლებ ვიცოდი ომი გადასახადის ქვითრის მოსაპოვებლად, ეს მეგონა სწორი ქცევა, თუნდაც ბოლო თანხა დამეხარჯა. არადა ერთერთი ყველაზე კულტურული ჩვევაა, რაც ქართველებმაც უკვე თანდათან შევიძინეთ. არავინ არავის უმტკიცებს უპირატესობას, რა კეთილი და გულუხვია და არავინ თავს უხერხულად არ გრძნობს, თუ არ შეუძლია ოცი კაცის დაპატიჟება. რა აღსანიშნავი ესაა, მაგრამ არის - ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის ადამიანებს გაუჭირდათ ამ ჩვევის მიღება და უფულობის გამო ხშირად სახლიდან არ გადიან. ერთ კარგ ადამიანს ვიცნობ, კაფეში სხვა მაგიდასთან მეგობრის ცოლი რომ შემხვდეს და ვერ გადავუხადო, შევრცხვებიო და არსად არ დადის. ამით ხომ ადამიანები ძალიან ბევრს ვკარგავთ, უმთავრესს, - ერთად ყოფნის სიხარულს. ასეთი "უხერხულობების" მოშორება ძალიან წაადგება ჩვენს ემოციურ მდგომარეობას. სახლში თავის გამომწყვდევა ერთერთი მიზეზია დეპრესიის. ყველა ერთად რომ შევთანხმდეთ, რომ მხიარული "მათხუარები" ვართ, მოვიჩხრიკოთ 5-5 ლარი და ვიყოთ ხოლმე ერთად, ბევრად დიდი სიხარული დამყარდებოდა ირგვლივ.


კომენტარები:

ფართი შოპი