ირაკლი კოვზანაძე: რთული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე პოლიტიკური სტაბილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

23 Feb 2021 00:05

„რთული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე   განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკურ სტაბილურობას, რომლის  გარეშე ჩვენ ვერ გვექნება ვერც მაკროეკონომიკური,  ვერც ფინანსური სტაბილურობა,  ვერც სწრაფ ეკონომიკურ ზრდას მივაღწევთ,  ვერც კოვიდინფექციას დავამარცხებთ გონივრულ ვადებში და ვერც რეგიონში მიმდინარე ცვლილებებზე მოვახდენთ ადექვატურ რეაგირებას“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავენ.


ირაკლი კოვზანაძის  თქმით,  პოლიტიკური დაძაბულობა უნდა დასრულდეს. „ბევრი საქმე არის გასაკეთებელი  ქვეყნისა და ჩვენი ხალხის უკეთესი მომავლის შესაქმნელად“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან. 





კომენტარები:

ფართი შოპი