სერგი კაპანაძე - არ გამიკვირდება, თუ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შტურმით აღება იქნება ღარიბაშვილის პირველი ნაბიჯები

23 Feb 2021 03:52

სრულად არ გამიკვირდება თუ ოფისის შტურმით აღება იქნება ღარიბაშვილის პირველი ნაბიჯები. მისი დანიშვნა ივანიშვილის მიერ სწორედ ამის ნიშანია, გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ორჯერ არ ამეორებს ბრძანებას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ "ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განაცხადა.


მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევანი არის ივანიშვილზე - ქვეყანას წაიყვანს კრიზისის გაღრმავების გზით, თუ განმუხტვის გზით, ოპოზიცია კი ორივე სცენარისთვის მზად არის.


"არ გამიკვირდება ღარიბაშვილის პირველი ბრძანება იყოს ის, რომ მოვიდნენ, შეუტიონ ამ ოფისს და სცადონ ნიკა მელიას დაკავება. ასეთი რამ საქართველოში არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია, ძალიან ნიშანდობლივი იქნება, თუ ამას 23 თებერვალს, საბჭოთა არმიის დღეს გააკეთებენ. ამ სცენარსაც ველოდებით, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევანი არის ივანიშვილზე - ქვეყანას წაიყვანს კრიზისის გაღრმავების გზით, თუ განმუხტვის გზით, ჩვენ ორივე სცენარისთვის ვართ მზად და აქ შევხვდებით ნებისმიერ განვითარებას”, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი