გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ხელისუფლებას და ირაკლი ღარიბაშვილს, უარი თქვას ძალის გამოყენების განზრახვაზე, სიძულვილზე, აგრესიულ რიტორიკაზე - კრიზისი გადავწყვიტოთ მოლაპარაკების გზით

23 Feb 2021 04:00

მოვუწოდებ ხელისუფლებას და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს, უარი თქვას საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენების განზრახვაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, 

გიორგი ვაშაძემ განაცხადა.


გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.

"მოვუწოდებ ხელისუფლებას და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს, უარი თქვას საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენების განზრახვაზე, სიძულვილის, აგრესიულ რიტორიკაზე და შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გადავწყვიტოთ მოლაპარაკებისა და კომპრომისების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა კანონის და ისტორიის წინაშე დაგეკისრებათ სრული სიმკაცრით. ყველას უნდა გვესმოდეს, სამოქალაქო დაპირისპირება ჩამოშლის სახელმწიფო ინსტიტუტებს, დააზარალებს ქვეყანასა და ჩვენს მოქალაქეებს.


კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ, რაც შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი არჩევანია”,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.


შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მათი ინფორმაციით, ხელისუფლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს.


პარტიის ოფისში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი.



კომენტარები:

ფართი შოპი