დავით ზალკალიანი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ლიეტუვა იყო ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი

23 Feb 2021 04:08

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ლიეტუველ კოლეგას გარბიელიუს ლანდსბერგისს ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ დავით ზაკლაიანი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.


"მქონდა კონსტრუქციული საუბარი ჩემს კოლეგასთან. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ლიეტუვა იყო ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი. საქართველო განაგრძობს იმ პრინციპების ერთგულებას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მიზნების ასრულებისკენ თანმიმდევრულ სვლას," - ნათქვამია ზალკალიანის განცხადებაში.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, აღნიშნულ სატელეფონო საუბარზე წერს ლიეტუვას პირველი დიპლომატიც. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი, რომლსაც ამყარებს ურყევი დემოკრატიული არჩევანი და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ეს მიზნები რეალობად იქცეს.




კომენტარები:

ფართი შოპი