ნიკა მელია - ჩვენ დაგამარცხებთ!

23 Feb 2021 04:13

ღარიბაშვილო, დღეს შენ, რაც ისაუბრე, როგორ არ გიწოდო ის, რაც ხარ. შენ ხარ ოლიგარქის, გავრილოვის მონა. ჩვენ დაგამარცხებთ! , - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.


როგორც ნიკა მელია აცხადებს, მონობა ქვეყანაში უახლოეს პერიოდში დამარცხდება.


„ღარიბაშვილო, დღეს შენ, რაც ისაუბრე, როგორ არ გიწოდო ის, რაც ხარ. შენ ხარ ოლიგარქის, გავრილოვის მონა. ჩვენ დაგამარცხებთ! მოეთრევი?! მოხვალ, აქ?! სანდრო მელიას, ჩემი და თქვენი ბავშვების თავი მინდა დავიფიცო, გეხვეწებით, მხოლოდ და მხოლოდ ტაში დავუპირისპიროთ. ბევრი ტაში და სიმართლე!


მონობა ამ ქვეყანაში მარცხდება, მარცხდება არა გრძელვადიან პერსპექტივაში, არამედ მარცხდება უახლოეს პერსპექტივაში. ახლა მარცხდება, აქ და ახლა!


ვინმეს ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება არსებობს?! ჩემო კარგებო, ამ ქვეყანაში რეჟიმი გვყავს, რომელთაც დამონებული ხალხი ჰყავს. ის 88 დეპუტატი დამონებულია, აბა რა არის?! ამ რეჟიმს ჰქვია ერთი სახელი ბიძინა ივანიშვილი სერგეი გავრილოვი“, -აცხადებს ნიკა მელია.

ცნობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობაში" ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს.




კომენტარები:

ფართი შოპი