მაიკლ კარპენტერი ნიკა მელიას დაკავებაზე - ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოს რესპუბლიკაში

23 Feb 2021 13:08

მაიკლ კარპენტერი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. „ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოს რესპუბლიკაში ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია დამშვიდება და განმუხტვა ჯერ კიდევ შეიძლება“ - წერს "დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის" მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი Twiter-ის საკუთარ გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. 

სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ



ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი