მამუკა ხაზარაძე - უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი! ამ ქვეყანას ასე განვითარება არ უწერია!

23 Feb 2021 13:45

ამ ქვეყანას ასე განვითარება არ უწერია - ხალხო, მომავალში გაიხედეთ, მომავალზე ილაპარაკეთ, თქვენს შვილებზე იფიქრეთ, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისივე თქმით, სასამართლო და ქვეყანა ერთი კაცის მიერაა მართული და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს.


“ სასამართლო, ქვეყანა ერთი კაცის მიერაა მართული. უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი! ამ ქვეყანას ასე განვითარება არ უწერია! 4 კილომეტრი ვიარე, იმიტომ რომ გადაკეტილია მთელი ქალაქი, იმის გამო კი არა, რომ წარსულზე ვილაპარაკო. ხალხო, მომავალში გაიხედეთ, მომავალზე ილაპარაკე, თქვენს შვილებზე იფიქრეთ! შვილებს დემოკრატიისა და თავისუფლების გარეშე მომავალი არ აქვთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.


ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.




კომენტარები:

ფართი შოპი