ირაკლი ღარიბაშვილი - კონსტიტუციურ ფარგლებში ყველა მოქალაქის აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ, მადლობას ვუხდი ბატონ გომელაურს და მთელს პოლიციას, ვამაყობ თქვენით!

23 Feb 2021 15:11

რა თქმა უნდა, კონსტიტუციურ ფარგლებში ჩვენ ყველა მოქალაქის აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აზრის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა დასაშვებია მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში.


„ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ იმ დათქმით, რომ ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გომელაურს და მთელს პოლიციას. ვამაყობ თქვენით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




კომენტარები:

ფართი შოპი