ნინო ლომჯარია - ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ წუთის მდგომარებით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს

23 Feb 2021 18:00

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ წუთის მდგომარეობით მოპყრობასთან დაკავშირებით მას პრეტენზიები არ გააჩნია. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს " ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განუცხადა, სადაც ამ წუთებში ოპიზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.


"ნიკა მელია უკვე მოინახულა ჩემმა წარმომადგენელმა და მეც ვაპირებ, რომ მოვინახულო. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ წუთის მდგომარებით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს, თუმცა მეც შევხვდები და გავესაუბრები", განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


ამასთან, სახალხო დამცველს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თინა ბოკუჩავამ და ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში პოლიციის შესვლის და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების პროცესის შესახებ ვითარება აღუწერეს.


როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, პარტიის ოფისში პოლიციის შესვლის შემდეგ "ყოველგვარი ზღვარგადაცილებული ვითარება იყო".




კომენტარები:

ფართი შოპი