ანდრიუს კუბილიუსი - საქართველოში განვითარებული მოვლენები დემოკრატიას კრიზისში აგდებს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს - დროა ქვეყნის უკუსვლა შეჩერდეს

24 Feb 2021 01:00

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმაურება.


როგორც ის წერს, განვითარებული მოვლენები დემოკრატიას კრიზისში აგდებს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს.


„საქართველოში განვითარებული მოვლენები დემოკრატიას კრიზისში აგდებს, რაც მხოლოდ კრემლს ახარებს. ამ კონფლიქტში არცერთი ქართული მხარე არ იქნება გამარჯვებული. ორივე მხრიდან სტრატეგიული პასუხისმგებლობის ნაკლებობა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს ეჭვქვეშ აყენებს. დროა საქართველოს უკუსვლა შეჩერდეს“, - აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.


ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.


ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი