უკრაინამ ინდოეთიდან AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია-500 000 დოზა მიიღო

24 Feb 2021 02:00

უკრაინამ ინდოეთში წარმოებული AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. ვაქცინის 500 000 დოზა თვითმფრინავმა კიევში, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში ჩაიტანა. ეს ქვეყანას საშუალებას აძლევს ვაქცინის განაწილება დაიწყოს. პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს თანამშრომლებსა და ჯარისკაცებს აცრიან.


ცნობისთვის, ამ დრომდე უკრაინამ ხელი მოაწერა კონტრაქტს ჩინური Sinovac-ის ვაქცინის 1.9 მილიონი დოზის მიღების შესახებ. თებერვალში ქვეყანა, COVAX-ის პლატფორმის ფარგლებში, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 117 000 დოზას მიიღებს. ამასთან, უკრაინის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება აკრძალა.


ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი