კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1-ელი მარტიდან დაიწყებენ

24 Feb 2021 17:54

კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1-ელი მარტიდან დაიწყებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.


„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ელი მარტიდან, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%- ის ტესტირების პირობით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი