ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გარკვეულ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24 Feb 2021 23:18

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის კმ65–კმ98 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ65–კმ98 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.





კომენტარები:

ფართი შოპი