დღეიდან სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნა

25 Feb 2021 12:06


დღეიდან, 25 თებერვლიდან, სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.


როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 8 მარტიდან გაიხსნება სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროებიც.


„წარმოგიდგენთ ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმას. სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან, არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით. სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან ასევე ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი