ალეკო ელისაშვილი - ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი ეპატარავება და სჭირდება, რომ ცალკე სამინისტრო შეუქმნან, მოწოდებით მინისტრად არის დაბადებული

25 Feb 2021 13:13

ეპატარავება ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი და სჭირდება, რომ ცალკე სამინისტრო შეუქმნან - მოწოდებით მინისტრად არის დაბადებული,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის თაობაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.


ელისაშვილი აცხადებს, რომ არც ცალკე კომიტეტის გამოყოფას უჭერს მხარს, რადგან ეს ხარჯებს გაზრდის.


"კატეგროიულად არ ვემხრობი იმ აზრს, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე გამოეყოს და ცალკე შეიქმნას კულტურის კომიტეტი პარლამენტში, ეს ხარჯებს გაზრდის და გაღატაკებულ ქვეყანაში თუ რამე არ სჭირდება ქვეყანას, არ სჭირდება დამატებით ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა. რა საჭიროა ცალკე კომიტეტი ან ცალკე სამინისტრო?! - 

"უფრო მეტი ყურადღება რომ მიაქციონ დარგს", - ეს არის გაუგებარი, ცალკე შენობიდან თუ არ მიაქციე ყურადღება კულტურაში დასაქმებულ ხალხს, ისე ვერ აქცევ? ეს არის აბსურდი და ამას მხარს არ დავუჭერ,"- განაცხადა ელისაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი