შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს
თანამშრომლებმა ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს თანამშრომლებმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ტაქტიკური და საცეცხლე მომზადების
გეგმიური კურსი გაიარეს. კურსის მიზანი იყო დაცვის პოლიციის თანამშრომელთა
პროფესიული მომზადების დონის ამაღლება.
ინკასაციის სამმართველოს თანამშრომლებს, ისევე როგორც დაცვის პოლიციის სხვა
ოპერატიულ დანაყოფებს თეორიული და პრაქტიკული სწავლებები წელიწადში
რამდენჯერმე უტარდებათ.
დაცვის პოლიციის საინკასაციო მომსახურებით საქართველოს მასშტაბით საბანკო
სექტორი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სარგებლობენ.