ხატია დეკანოიძე - არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და რეჟიმი სანქციებთან, როგორც ახლა

25 Feb 2021 17:12

არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და რეჟიმი სანქციებთან, როგორც ახლა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.


მისი თქმით, „შემაკავებელი, რაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებისთვის, არის სწორედ სანქციები”.


„უკვე ღია მოწოდებებია და ისმის საუბარი, რომ როდესაც რეჟიმი იკრებს ძალას და სწორედ ამ კუთხით მიდის ქვეყნის განვითარება, რაც გულისხმობს, რომ რეპრესიებს, მართლმსაჯულების პოლიტიკური ნაწილს, პირდაპირ ძალისმიერ შტურმს და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებას, რასაკვირველია, როგორც ბელარუსში და მოლდოვაში მოხდა, სანქციები აუცილებლად იქნება გამოყენებული. ამ ნიაღვრის და ამ ტალღის შემდეგ, საუბარი დაიწყება ძალიან კონკრეტულ სანქციებზე. ქვეყანასთან მიმართებით, ის რაც ხდება დღეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ევროატლანტიკური მომავლისთვის დამაზიანებელია და შემაკავებელი, რაც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებისთვის, ეს არის სწორედ სანქციები”,- განაცხადა დეკანოიძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი