დიმიტრი ხუნდაძე - საქართველო ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ შექმნილ "კოვაქს პლატფორმასთან"თანამშრომლობს, "კოვაქს პლატფორმაზე" ვაქცინების გაცემა ჯერ არ დაწყებულა

25 Feb 2021 19:31

მსოფლიოში ვაქცინების დეფიციტია - მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირში მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია ვაქცინირებული, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.


როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველომ ამ მიმართულებით ყველა პირობა შეასრულა, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც და ქვეყანა ვაქცინის მოლოდინის რეჟიმშია.


"ნუ ვიქნებით ყოველთვის სკანდალის ძიებასა და ცუდის მოლოდინში. ქვეყანა შემოიტანს თუ არა ვაქცინას, მოდით, ერთად ვნახოთ უახლოეს მომავალში. საქართველო, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, თანამშრომლობს ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ შექმნილ "კოვაქს პლატფორმასთან". "კოვაქს პლატფორმაზე" ვაქცინების გაცემა ჯერ არ დაწყებულა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ მოსახლეობას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ბოლო პერიოდში გაუმჯობესებული ეპიდვითარების მიუხედავად, ქვეყანა კვლავ პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს. მისივე თქმით, „კომენდანტის საათის“ შენარჩუნება ხელს შეუწყობს, რომ მობილობა იმდაგვარი არ გახდეს, რაც ინფექციის გავრცელებას შეუწყობს ხელს.





კომენტარები:

ფართი შოპი