რეჯეფ თაიფ ერდოღანi: ეი, ნატო, სად ხარ? ჩვენ ამდენს ვიბრძვით. ნატო-ვ, ნუთუ თურქეთი ნატო-ს წევრი არ არის? სად ხარ?

11 Mar 2018 21:03

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო გააკრიტიკა იმის გამო, რომ ალიანსი თურქეთს მხარს არ უჭერს სირიაში მიმდინარე ოპერაციაში. 


„ეი, ნატო, სად ხარ? ჩვენ ამდენს ვიბრძვით. ნატო-ვ, ნუთუ თურქეთი ნატო-ს წევრი არ არის? სად ხარ?“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ მერსინში სიტყვით გამოსვლისას.


თურქეთის ლიდერის თქმით, ნატო-ს წევრმა თურქეთმა თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტის ზონებში გააგზავნა, როდესაც მას ეს სთხოვეს, თუმცა სანაცვლოდ თურქეთს მხარდაჭერა არ მიუღია. 


„ნატო-ს წევრი ქვეყნები თურქეთის მხარდაჭერას არ იჩენენ „ზეთისხილის ტოტის“ ოპერაციის ფარგლებში და უფრო მეტიც, ანკარას ქმედებებს სირიაში ეწინააღმდეგებიან“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.


თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთის მიზანი არ არის სხვა ქვეყნის ტერიტორიების დაპყრობა, არამედ რეგიონში ტერორიზმის აღმოფხვრაა. 


ipn.ge


კომენტარები:

ფართი შოპი