მანანა მანჯგალაძე: კოვიდით კვდებიან ახალგაზრდა ადამიანები და ყველა გარდაცვლილზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო!

25 Feb 2021 20:48

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის  პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მანჯგალაძე "ფეისბუქის"  საკუთარ გვერდზე წერს:


"გამეცით პასუხი  როცა კოვიდით  ადამიანები კვდებიან,კვდებიან ახალგაზრდა   ადამიანები, როცა რუკაზე  რამდენიმე ადგილი დარჩა სადაც ვაქცინაცია არ დაწყებულა,  და მათ შორის  საქართველოა. როცა  კაცმა არ იცის როდის დაიწყება.   და იქნება კი? მარტში  იქნება, უი არ იქნება,ის იქნება, ეს იქნება,  გადაიდო... ხალხი კვდება,  კვდებააა.გესმით თქვენ.


ყველა გარდაცვლილზე  პასუხისმგებელი არის სახელმწიფო. და რა ქვია ასეთ მთავრობას?   დაარქვით  თქვენ. რაში მჭირდება ეს შავი ჯიპებით მოგრიალე კოსტუმიანი ხალხი...  ვინ  ხართ საერთოდ..ყველა  გარდაცვლილზე ხართ პასუხისმგებელი, ყველაზე ვინც  შეგეძლოთ აგეცრათ,  ვერ ქენით....თავი ვერ მოაბით, ფული საარჩევნოდ შეჭამეთ  .  ყველა გარდაცვლილზე ხართ პასუხისმგებელი.


არ იცით როგორი გოგო წავიდა.. არ იცით."- წერს მანჯგალაძე.



კომენტარები:

ფართი შოპი