ღრმად მწამს, რაც არ უნდა პოლიტიკური თუ რაიმე სხვა ინტერესები გვქონდეს, არ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩასაფრება და რაღაცის მოდელირება, - ასეთ კომენტარს აკეთებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივრის დაუშვებლად ცნობაზე.
„როგორც არ უნდა თვლიდე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისაღები არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილება არის სასამართლოს გადაწყვეტილება და მე ვერაფრით ვერ შევაფასებ მას. უბრალოდ, უნდა მივყვეთ კანონიერ გზას", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.