საფოსტო მარკა, პირველი ქალი - საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით, 2021 წელს მიმოქცევაში შევა

25 Feb 2021 22:38

საფოსტო მარკა, პირველი ქალი - საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით, 2021 წელს მიმოქცევაში შევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს.


„ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თავზე, იმ გმირების პატივსაცემად, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, 2021 წელს მიმოქცევაში შევა საფოსტო მარკა, პირველი ქალი - საქართველოს ეროვნული გმირისა და მოწყალების დის მარო მაყაშვილის გამოსახულებით.


საქართველოს ეროვნული გმირი, წითელი ჯვრის მოწყალების და, საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში, საქართველოს ანექსიის დროს წარმოებულ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





კომენტარები:

ფართი შოპი