დეპუტატი ალუდა ღუდუშაური - თუ ნიკანორ მელია არ აპირებს გირაოს გადახდას, რა ვქნათ ახლა? მისი მიზანი თუ არის, რომ ციხეში იყოს და იქ მემუარები წეროს, მისი არჩევანია

26 Feb 2021 15:13

პარლამენტის ეზოში მხოლოდ სახანძროს რამდენიმე მანქანაა, განსაკუთრებული არაფერი ხდება - არ მგონია, დღევანდელი აქცია განსხვავებული იყოს იმისგან, როცა ბატონი უგულავა 15 ადამიანთან ერთად დადიოდა რუსთაველზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.


ღუდუშაური აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში რაიმე განსაკუთრებულ მობილიზებას ადგილი არ აქვს.


"ეს ბუნებრივია, პარლამენტი არის ერთ- ერთი მნიშვნელივანი სახელმწიფო ობიექტი, შესაბამისად, განსაკუთრებული არაფერი ხდება, რაც სხვა დროს არ შეინიშნება ხოლმე. აქცია, რომელიც დღეს დაანონსდა ოპოზიციის მხრიდან ვფიქრობ, რომ იქნება კანონის ფაგრლებში ჩატარებული. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ვინმეს თავი გაუცხელდება და რაიმე ისეთ მოქმედებას განხორციელებს, რომელსაც საზოგადოებაც მიჩვეულია მათი მხრიდან. ჩვენ ვხედავთ მათ აქციებს და არ მინდა ვთქვა, რომ ადამიანებს ვითვლით, მაგრამ ნამდვილად ვერ გამოირჩევა ოპოზიცია ხალხმრავალი აქციებით,"- განაცხადა ღუდუშაურმა.


რაც შეეხება ნიკა მელიას, ღუდუშაურის თქმით, თუ მისი მიზანი ციხეში მემუარების წერა ან განათლების გაღრმავებაა, ამაში ვერავინ შეზღუდავს.


"პროკურატურა გამოთქავამს მზადყოფნას, რომ მიმართოს სასამართლოს, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. ჩვენ გვესმის იქედნური საუბარი ოპოზიციის მხრიდან, რომელიც არ უწყობს ხელს ქვეყანაში სტაბილურ მდგომარეობას. დესტრუქციული ძალები არიან და სურთ დესტრუქციული ქმედებებით როგორმე არიონ ქვეყანა და მოვიდნენ ხელისუფლებაში. რაც შეეხება იმას, რომ ბატონი ნიკანორ მელია არ აპირებს გირაოს გადახდას, რა ვქნათ ახლა? - არ აპირებს და თუ მდგომარეობა არის რომ მიეცეს თვითგვემას, მისი მიზანი თუ არის, რომ იყოს ციხეში და იქ მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს თუ განათლება გაიღრმავოს, მისი არჩევანია, ჩვენ ამაში ვერ შევზღუდავთ,"- განაცხადა ღუდუშაურმა.






კომენტარები:

ფართი შოპი