გიორგი ვოლსკი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა

26 Feb 2021 16:54

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს დახურულ ფორმატში შეხვდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ საკითხებზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე.

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, ბოლო პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ განხორციელებულმა უკანონო ქმედებებმა,  განსაკუთრებით კი, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ გამოტანილმა უკანონო გადაწყვეტილებამ არსებული რთული ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა.

 

„მიუხედავად ამისა, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ საზოგადოებებს შორის არის გარკვეული კავშირები და ამ კავშირების გაღრმავება და გააქტიურება  მომავლისათვის  ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.







კომენტარები:

ფართი შოპი