დავით კირკიტაძე - სიტუაციის დასაწყნარებლად და დასამშვიდებლად უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ ეროვნულ თანხმობას

27 Feb 2021 01:37

სიტუაციის დასაწყნარებლად და დასამშვიდებლად, ჩვენ უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ ეროვნულ თანხმობას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.


როგორც მან განმარტა, აღნიშნულზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც თანახმაა.

30 წლის განმავლობაში, ამას ვერ მივაღწიეთ, იმიტომ რომ შევარდნაძის პერიოდში კორუმპირებული და პრობლემური სასამართლო იყო, ჩვენ დროს გვქონდა არაკორუმპირებული, მაგრამ მკაცრი და პრობლემური სასამართლო, დღეს გვაქვს, უსამართლო, პრობლემური და “კლანური” სასამართლო. ჩვენ უნდა შევძლოთ და 2021 წლამდე უნდა ვთქვათ ასეთი რამ, რადგან ყველა დროს და ყველა ფორმაციის დროს იყო პრობლემები სასამართლოსთან დაკავშირებით, აღარ უნდა მოხდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა პოლიტიკური თანამდებობის პირების. ასევე, თუ ეს დაწყებულია, უნდა შეწყდეს“, - განაცხადა კირკიტაძემ.


მისივე განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მესამე პირებთან ურთიერთობაში, ყველა მოლაპარაკებაში ლეგიტიმური უფლება პარტიის თავმდჯომარეს, ნიკა მელიას აქვს. მისივე განმარტებით, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის ტრადიცია მიხეილ სააკაშვილმა დაამკვიდრა და ეს მანამდე არავის გაუკეთებია.




კომენტარები:

ფართი შოპი