იაგო ხვიჩია - ვიდრე ნიკა მელია ციხეში ზის, „გირჩი“ არც კი განიხილავს პარლამენტში შესვლას

27 Feb 2021 02:00


სანამ ნიკა მელია ციხეში ზის, „გირჩი“ არც კი განიხილავს პარლამენტში შესვლას, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ სპეციალურ გამოშვებაში განაცხადა.


მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებამდე ოპოზიციის იმ წევრებმაც უნდა დატოვონ პარლამენტი, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ.

სანამ ნიკა მელია ციხეში ზის, „გირჩი“ არც კი განიხილავს პარლამენტში შესვლას. უფრო მეტსაც გეტყვით, ვინც არიან ოპოზიციიდან პარლამენტში, ისინიც უნდა გამოდიოდნენ, სანამ ნიკა მელია გარეთ არ იქნება. მე საერთოდ ასე მგონია.


ისეთი სიგიჟე მოაწყო ხელისუფლებამ იმის გამო, რომ ეს შეთანხმება არ შემდგარიყო. მათი მიზანი იყო, პარლამენტში ყოფილიყო პატარა პარტიები, მაგრამ არ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩაში უნდა ყოფილიყო, ასე არ გამოდის, ხელისუფლება არ ირჩევს მისთვის სასურველ პოზიციას. საერთოდ არ მესმის „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლების, უბრალოდ არ მესმის ამ ხალხის. მგონია, რომ ეს ხალხი სადღაც არიან, უნდა ჩამოვიდნენ და 8-9 წლიანი ძილიდან უნდა გამოფხიზლდნენ“,- განაცხადა ხვიჩიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი