თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის გამო თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა

27 Feb 2021 11:57

თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა, რამაც თემქის დასახლებისა და ავჭალის ნაწილის გაზმომარაგების ავარიულად შეწყვეტა გამოიწვია.


„თბილისი ენერჯის“ სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული. გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები დღეს დღის ბოლომდე დასრულდება. გაზმომარაგება კი უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხვალ, 27 თებერვალს 21:00 საათამდე სრულად აღდგება.


„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“,-აღნიშნულია ინფორმაციში.




კომენტარები:

ფართი შოპი