გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა, დაჭრილია ერთი ადამიანი

28 Feb 2021 02:59

გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა. მე-4 მიკრორაიონში რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დაჭრილია ერთი ადამიანი.


როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) დაიწყო.




კომენტარები:

ფართი შოპი