ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ სახელით კენჭს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იყრის.
აღნიშნულ ოლქში ჭიჭინაძის წარდგენის საკითხი „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდა.
ხონსა და ვანში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.
წყარო: ipn.ge