რა სარგებელი ექნებათ მოქალაქეებს "სითი პარკთან" გაწყვეტილი ხელშეკრულების შედეგად-პასუხი ყველა კითხვაზე

14 Mar 2018 00:39

მანანა თოქმაჯიშვილი:


_დღის თემა- 10 აპრილიდან მერია "სითი პარკთან" ხელშეკრულებას წყვეტს:)))


მოუწევს თუ არა მერიას სითი პარკისთვის პირგასამტეხლოს  გადახდა? -არა, თბილისის მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო საჯარიმო თანხის გადახდა არ მოუწევს.


იქნება თუ არა პარკირება უფასო? -არა, პარკირების საშვის შეძენა თბილისელებს ისევ მოუწევთ და ფასი არ გაიზრდება.


გაუქმდება თუ არა უკვე შეძენილი პარკირების საშვები? -არა, არ გაუქმდება. საშვები იმოქმედებს ვადის ამოწურვამდე.


დავჯარიმდებით თუ არა არასწორი პარკირების შემთხვევაში? - დიახ, დავჯარიმდებით, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სანქცია 10 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება.


თუ არა ავტომანქანების ევაკუირება არასწორი პარკირების შემთხვევაში? -დიახ, ევაკუირება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პკკლკავტომანქანა აფერხებს მოძრაობას.


რა სარგებელი მექნება მე, კონკრეტულ მოქალაქეს ამ ცვლილებით? -ჩემს ჯიბეზე ეს ცვლილება არ აისახება, თუმცა მე, როგორც ამ ქალაქის მაცხოვრებელი, ჩემს მიერ გადახდილ თანხას მივმართავ თბილისის ბიუჯეტში და ეს თანხა მოხმარდება მუნიციპალური ტრანსპორტისა  და საპარკინგე სისტემის განვითარებას.


მადლობა ყურადღებისთვის! 


კომენტარები:

ფართი შოპი