ბათუმში, რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას დღეიდან განაახლებენ

01 Mar 2021 13:07

ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები დღეიდან გაიხსნა. საქართველოს მასშტაბით რესტორნების ფუნქციონირება სრულად აღდგება მარტში.


როგორც საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რესტორნები 1-ელი მარტიდან ბათუმში, ხოლო 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში გაიხსნება.


“რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ კვირის გარდა, ბათუმში 1-ელი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან. რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი რეკომენდაციების და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან იქნება მკაცრად გაკონტროლებული.


კონფერენცია და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება 1-ელი მარტიდან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


ცნობისთვის, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.




კომენტარები:

ფართი შოპი