შარლ მიშელი - საქართველოში ჩემი ვიზიტი გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის ფონზეა, რომელიც ევროკავშირს ძალიან აშფოთებს - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ, რათა მოხდეს სიტუაციის განეიტრალება

01 Mar 2021 13:59

ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე - ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.


მისივე თქმით, საჭიროა მხარეების მიერ „პასუხისმგებლიანი მოქმედება“ და დიალოგი.


„ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც გამწვავებული კრიზისია. ეს რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და მეც პირადად. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. ჩვენი შეხვედრის დროს მოვუწოდებ ამ მოქმედებისკენ, პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ, დიალოგისკენ პოლიტიკურ მხარეებს შორის ოპოზიციასთან და მთავრობასთან. მე საშუალება მექნება, რომ შევხვდე და მქონდეს გულწრფელი საუბარი პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად „ლიდერშიფს“, ყველა მხარის ჩართულობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, რომ ეს გამოწვევა მიიღოს “, - განაცხადა მიშელმა.





კომენტარები:

ფართი შოპი