სამგორის რაიონში მატარებლის ვაგონს ხანძარი გაუჩნდა

01 Mar 2021 18:03

სამგორის რაიონში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს გაუჩნდა.


მათივე ცნობით, ადგილზე 14 ეკიპაჟი მუშაობს.


„სამგორში ცეცხლი უკიდია დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს, რომელიც გამოიყენებოდა საწვავის გადასაზიდად. დაშავებული არავინ არ არის, 14 ეკიპაჟი მუშაობს“, - აცხადებენ უწყებაში.





კომენტარები:

ფართი შოპი