„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, ისანში გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა აალდა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო

01 Mar 2021 18:57


„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, ისანში „საქართველოს რკინიგზის“ თბილისის საკვანძო სადგურში გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა აალდა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო.


როგორც “საქართველოს რკინიგზიდან” „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


„შემთხვევა მოხდა ისანში, “საქართველოს რკინიგზის” თბილისის საკვანძო სადგურში. 


აალდა ძველი, გამოუსადეგარი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო სამსახურები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, უმნიშვნელოა კომპანიის ფინანსური ზიანი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





კომენტარები:

ფართი შოპი