გიორგი ვაშაძე - ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან - ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე

01 Mar 2021 20:14

ასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან, ეს არის ორი განსხვავებული რამ, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ცხადი გახდა, რომ შარლ მიშელი პირადად აპირებს ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში.


„უფრო ნაკლებს ველოდი ამ შეხვედრისგან, ვიდრე ვნახე. დავინახე, რომ პირადად შარლ მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში თუ მზაობა იქნება, ზოგადად, ჩვენი მხრიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს ის პოლიტიკური კრიზისის საკითხი, რაც საქართველოშია. მეორე ძალიან სერიოზული განაცხადი, რაც იყო რომ, ფასილიტაციიდან მედიაციისკენ იხრებიან, ეს არის ორი განსხვავებული რამ, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის, შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე იმისთვის, რომ მის ასოცირებულ წევრ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს“, - განაცხადა ვაშაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი