როგორ მოვიქცეთ თუ ჩავვარდით მეტროს ლიანდაგში?

15 Mar 2018 16:18


- თუ მატარებელი სადგურიდან შორსაა:

სწრაფი ნაბიჯით მივდივართ პირველი ვაგონის გაჩერების ადგილთან.
გადავაბიჯებთ შავ-თეთრ ზოლიან ნიშნულს. 

ველოდებით სადგურის პერსონალს, რომლებიც ამოგვიყვანენ სპეციალური ამოსასვლელიდან.


- თუ მატარებელი სადგურთან ახლოსაა, მაგალითად ვხედავთ გვირაბში მოახლოებულ სინათლეს, გვესმის მატარებლის ხმა, ან ვგრძნობთ ჰაერის მოძრაობას:

სასწრაფოდ უნდა ჩაწვეთ რელსებს შორის ჩაჭრილ სადრენაჟო ღარში. ღარის გაბარიტები სპეციალურად არის გათვლილი ნებისმიერი კომპლექტაციის ადამიანისთვის და მატარებელი არ შეგეხებათ.
უმჯობესია დაწვეთ თავით მატარებლის მიმართულებით, რათა ჰაერის ნაკადმა არ აგიფრიალოთ ტანსაცმელი და არ გამოედოს ვაგონის დეტალებს.
ფსიქოლოგიური დისკომფორტის შესამცირებლად უმჯობესია სახით დაბლა დაწოლა.
თუ დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ გულაღმაც დაწვეთ ნებისმიერი მიმართულებით, მთავარია ხელები დაიჭიროთ სხეულის გასწვრივ სწორად, ტანსაცმელი მიიკრათ ტანზე და არ იმოძრაოთ.
თუ მატარებელმა თქვენამდე დამუხრუჭება ვერ მოასწრო და თქვენს თავზე გაჩერდა, არ შეგეშინდეთ და დაელოდეთ მაშველებს, რომლებიც აუცილებლად მოვლენ და უვნებლად გამოგიყვანენ.



მთავარია, დამოუკიდებლად არ შეეცადოთ გამოსვლა და არ შეეხოთ ქვემოდან მატარებლის ნაწილებს, მათში შეიძლება დენი გადიოდეს ან გახურებული იყოს!

 არც ერთ შემთხვევაში, არასდროს ეცადოთ დამოუკიდებლად ამოსვლას ლიანდაგიდან, რა მარტივიც არ უნდა გეჩვენოთ ეს!

დამოუკიდებლად ამოსვლისას შეიძლება შემთხვევით შეეხოთ საკონტაქტო რელსს, რომელშიც გადის 825 ვოლტი! ☠️
 უფრო მეტიც, საკონტაქტო რელსი ძალიან მოსახერხებელ საფეხურად შეიძლება მოგეჩვენოთ ამოსასვლელად. ეს რელსი, ზემოდან დაფარულია საიზოლაციო ფენით, მაგრამ ზოგჯერ ეს ფენა დაზიანებულია, ან ადვილად ტყდება მასზე დაბიჯებისას, რის შემდეგ შეიძლება მიიღოთ დენის დარტყმა.
ამიტომ, არ გარისკოთ და არასდროს შეეცადოთ დამოუკიდებლად ამოსვლას და არ მიიღოთ სხვა მგზავრების დახმარება ამოსასვლელად!
თქვენ აუცილებლად დაგეხმარებათ სადგურის პერსონალი და უსაფრთხოდ ამოგიყვანთ სპეციალური ამოსასვლელიდან.

#ითანამგზავრე 
#ურბანულილაბორატორია 
#ორბელიანისაქართველო 
#სასარგებლოცვლილებები

იდეის ავტორი – Urban Lab • ურბანული ლაბორატორია
ფინანსური მხარდამჭერი – Orbeliani Georgia ორბელიანი საქართველო და შვედეთის მთავრობა Sida - Styrelsen för Internationellt UtvecklingssamarbeteEmbassy of Sweden in Tbilisi
ინფოგრაფიკების დიზაინი - Yana Shavgantsuk და Aleksandre Keshelashvili


კომენტარები:

ფართი შოპი