ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, რომ თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მზადყოფნას გამოხატავს, რომ პირადად ჩაერთოს სხვადასხვა საკითხის დარეგულირებაში, მათ შორის პოლიტიკური დიალოგის წარმართვაში

01 Mar 2021 22:50

ეს ვიზიტი შედგა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დროს,  ეს არის ის პერიოდი, როდესაც მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ასევე ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს COVID 19-ით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების დაძლევა და ეს არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ ევროკავშირი, დღეს, ისე როგორც არასდროს არის ჩვენს გვერდში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათი თურნავამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის და  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი  პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მზადყოფნას გამოხატავს, პირადად ჩაერთოს სხვადასხვა საკითხის დარეგულირებაში, მათ შორის პოლიტიკური დიალოგის წარმართვაში.

 

"ჩვენ ვართ ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორები ბევრი მიმართულებით, ეს ეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, პოლიტიკურ თანამშრომლობას, ჰუმანიტარულ თანამშრომლობას და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს. არის მზადყოფნა, უფრო გავაღრმაოთ, გავაძლიეროთ, უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ თითოეული ამ მიმართულების მიხედვით თანამშრომლობის კონკრეტული პროექტები და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მზადყოფნას გამოხატავს, რომ პირადად ჩაერთოს სხვადასხვა საკითხის დარეგულირებაში, მათ შორის პოლიტიკური დიალოგის წარმართვაში", - განაცხადა ნათია თურნავამ.




კომენტარები:

ფართი შოპი