გიგა ბოკერია - გუშინდელი კარგი დღის შემდეგ თუ რეალური ნაბიჯები გადაიდგა, მაშინ ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში გადავა

02 Mar 2021 12:48

გუშინდელი კარგი დღის შემდეგ, თუ რეალური ნაბიჯები გადაიდგა, მაშინ ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში გადავა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის შენობის წინ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.


ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ პლებისციტი ოპოზიციის კომპრომისული ვარიანტია, თორემ მათი წინადადება ვადამდელი არჩევნებია.


„ეს არ არის ბლოკირება, გამწვავება, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით პროცესს და ბუნებრივია, თუ რეალური ნაბიჯები გადაიდგა, გუშინდელი კარგი დღის შემდეგ, მაშინ ყველაფერი სხვა კალაპოტში გადავა, ნორმალურ კალაპოტში. ეს ამოცანა გვაქვს დასახული, ეს პიკეტიც ამ ამოცანას ემსახურება. კარგი იყო ასეთი მაღალი დონის ჩართულობა, ასეთი მაღალი ფიგურის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისგან. ყველა მაღალი ფიგურის ჩართულობა ასეთ ღრმა კრიზისში ავტომატურად კარგი მოცემულობაა და მეორე, დაიდო ჩარჩო დოკუმენტი შარლ მიშელის მიერ, რომელიც ყველა ასპექტს მოიცავს. ახლა ველოდებით იმ ნაბიჯებს, რაც უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს.


პლებისციტი ჩვენი კომპრომისული ვარიანტია, თორემ ჩვენი წინადადება ვადამდელი არჩევნებია“, - განაცხადა ბოკერიამ.


ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებთან ერთად დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს.


როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება მშვიდობიანი აქტი იქნება, რითაც არჩევნების გაყალბებას და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას გააპროტესტებენ.












კომენტარები:

ფართი შოპი