გიორგი კანდელაკი - „ოცნებას” უნდა ესმოდეს, რომ საერთაშორისო წნეხი, რისი გამოხატულებაც იყო შარლ მიშელის ვიზიტი, კიდევ უფრო გაიზრდება

02 Mar 2021 14:07

ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს, რომ ის მოძრაობა და საერთაშორისო წნეხი, რისი გამოხატულებაც იყო შარლ მიშელის ვიზიტი მხოლოდ გაიზრდება. რაც უფრო მეტად გაუძალიანდებიან ჩვენს და საერთაშორისო საზოგადოებას, მით უარესი მათთვის, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, აქციების მნიშვნელობა ძალიან დიდია და ბიძინა ივანიშვილს პირველ რიგში საზოგადოების მხრიდან მომდინარე ზეწოლამ ,,უნდა დაათმობინოს”.


,,უნდა მივიდეთ კომპრომისამდე და რა თქმა უნდა, ამ კომპრომისის მიღწევის შემთხვევაში აქციებს აზრი აღარ ექნება. თუ ხელს ჩამოვართმევთ იმ საკითხებზე რაც გუშინ იყო წარმოდგენილი მოიგებს ყველა. ,,ქართულ ოცნებას” უნდა ესმოდეს, რომ ის მოძრაობა და საერთაშორისო წნეხი, რისი გამოხატულებაც იყო შარლ მიშელის გუშინდელი ვიზიტი მხოლოდ გაიზრდება. რაც უფრო მეტად გაუძალიანდებიან ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას მით უარესი მათთვის. აქციების მნიშვნელობა ძალიან დიდია, ბიძინა ივანიშვილს პირველ რიგში უნდა დაათმობინოს საზოგადოების მხრიდან მომდინარე ზეწოლამ. 

მათი ბუნებრივი მიდრეკილებაა, რომ საქართველო გადაიქცეს არადემოკრატიულ ქვეყნად, რის გამოც საჭიროა ჩამოცილდეს ,,ქართული ოცნება” და საქართველო გახდეს ქვეყანა სადაც სიტყვის თავისუფლება გარანტირებული იქნება”, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.





კომენტარები:

ფართი შოპი