ქართული ჭიდაობის ლეგენდა, ლევან თედიაშვილი, დღეს 70 წლის გახდა

15 Mar 2018 18:15

თავისუფალი სტილის მოჭიდავე (82, 90, 100 კგ). XX და XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი და 1976, მონრეალი). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი: ოთხჯერ _ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 73, 74, 75), ერთხელ _ სამბოში (1973). მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 76, 78), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971) , სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 74). სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი (1973). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი - ლევან თედიაშვილი, დღეს, 70 წლის გახდა.


ლევან თედიაშვილი, 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. 


ბიოგრაფია:


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი 1971 წელს; 1976 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი.


1968-1971წწ. იყო თბილისის საავეჯო კომბინატის მუშა; 

1980-1982წწ. კომკავშირის ცკ-ს სპორტული და თავდაცვის მუშაობის განყოფილების გამგე; 

1982-1984წწ. საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთის კოლმეურნეობის თავმჯდომარე; 

1986-1989წწ. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე; 

1989-1993წწ. ერთობლივი საწარმოების "თსბ"-სა და "აბჯრის" პრეზიდენტი; 

1993-1995წწ. კახეთის რეგიონში სახელმწიფო მეთაურის რწმუნებული. მონაწილეობდა ფილმში "ხარება და გოგია" (რეჟ. გ. შენგელაია). თავისუფალი სტილის მოჭიდავე.



წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 141; 



საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)

საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი



ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე

1992 - საქართველოს N1 მეცენატი

1978 - მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი

1976 - XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი(მონრეალი)

1973 - სსრკ წლის საუკეთესო სპორტსმენი

1973 - მსოფლიოს თასის მფლობელი

1973 - მსოფლიოს ჩემპიონი სამბოში

1972 - XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი(მიუნხენი)

1971 - სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი



საპატიო ნიშნის ორდენი

კინოფესტივალი "ოქროს არჩა", პირველი პრიზი, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "ხარება და გოგია"

ლენინური კომკავშირის საპატიო ნიშნის ორდენი

საბჭოთა კავშირის საპატიო რკინიგზელი

ლენინის ორდენი

საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ბრინჯაოს პრიზი)

ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978)

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში(1971, 1973, 1974, 1975)

სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 1974)

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი

ღირსების ორდენი


კომენტარები:

ფართი შოპი