ირაკლი ქადაგიშვილი - ფაქტობრივად, ნიკა მელია თავისუფალია და მისი არჩევანია, რა მდგომარეობაში გააგრძელებს ყოფნას - საკანში თუ საკნის გარეთ

02 Mar 2021 16:15

ფაქტობრივად, ნიკა მელია თავისუფალია და მისი არჩევანია, რა მდგომარეობაში გააგრძელებს ყოფნას - საკანში თუ საკნის გარეთ, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.


მისივე თქმით, ე.წ. პოლიტპატიმრების თემაზე პროკურატურის პოზიცია მაქსიმალურად მოქნილია.


„ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება იმას, თუ რა უნდა რეალურად ოპოზიციას - კონტრუქციული ფორმატი, დიალოგი, პოლიტიკურ საკითხებზე შეთანხმება თუ კვლავ ის დესტრუქცია, რომლის მოწმეც დღეს დილას ყველანი გავხდით. ვფიქრობ, რეალობა მაინც ყველას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ და რეალურ საკითხებზე მოლაპარაკებისკენ უბიძგებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.








კომენტარები:

ფართი შოპი