ირაკლი ზარქუა - პროკურატურა იმითაა დაკავებული, კიდევ რა მოიგონოს, რომ ნიკა მელია გარეთ გამოუშვას: - გირაოს გირაო არ არსებობს - მოვიგონეთ, რომ ოპოზიცია ჩიხში არ შევიდეს

02 Mar 2021 17:04

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს 3-წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ ადგილობრივ ოპოზიციას არ უთქვამს, რომ ეს პოლიტიკური დევნა იყო - ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ გაილაშქრო და ეს პასუხის გარეშე დარჩეს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.


მისი თქმით, კანონის წინაშე მნიშვნელობა არა აქვს სტატუსს: - ხარ პოლიტიკოსი, დეპუტატი თუ ექს-პრეზიდენტი.


„ჩემი კოლეგებიდან არავის გახარებია იმუნიტეტის მოხსნა. პროკურატურა იმით არის დაკავებული, კიდევ რა მოიგონოს, რომ ეს ადამიანი (ნიკა მელია) გარეთ გამოუშვას: - გირაოს გირაო შეუფარდა, რა პრეცედენტიც არ არსებობს. ხომ ვიცით, არა - მოვიგონეთ! რაღაც მოიგონა პროკურატურამ იმისათვის, რომ ოპოზიცია კიდევ ჩიხში არ შევიდეს, გამოვიდეს და ილაპარაკოს. ეს არის მმართველი პარტიის არჩევანი, ხელწერა და მიდგომა - კონსტრუქციულობა და დიალოგის რეჟიმი“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე.


მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარი არ განხორციელდება და ასეთ სცენარს არც მხარდაჭერა აქვს.





კომენტარები:

ფართი შოპი