დეპუტატ გედევან ფოფხაძის ინფორმაციით, გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა.
გენდერული კვოტირების შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღეს "ქართული ოცნების" ოფისში, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.
"არის აზრთა სხვადასხვაობაა ამასთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, ვისაც მიაჩნია, რომ ეს არის კარგი დროებითი ღონისძიება ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად პარლამენტში. მე ამ პოზიციას არ ვიზიარებ და მიმაჩნია, რომ გენდერული კვოტები არასწორია. პარლამენტში საერთოდ არანაირი კვოტები არ უნდა არსებობდეს. იქ ადამიანი ხვდება კვალიფიკაციის, პროფესიული და პიროვნული თვისებების გამო და არა სქესის გამო. შეურაცხმყოფლადაც კი მიმაჩნია ეს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეტყვიან, რომ ქალი დაგვჭირდა სიაში ახლა და ამის გამო მოდიო", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.