კახა კალაძე: გუშინ საუბარი დაიწყო, რომ ვსხდებით, მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს და დღეს ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია

02 Mar 2021 18:49

თბილისის მერმა კახა კალაძემ  ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა,  თავი შეიკავონ რადიკალიზმისგან და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.


„გაუგებარია, გუშინ საუბარი დაიწყო, რომ მზაობაა მოლაპარაკებები წარიმართოს და დღეს მათი მხრიდან მივიღეთ ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია, პირველ რიგში, იმ პარტიებს, რომლებიც ამას აკეთებს, ეს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოვუწოდო რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ და კეთილი ინებონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.









კომენტარები:

ფართი შოპი