ვლადიმერ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

02 Mar 2021 19:37

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.


„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩავიტარე. ვაქცინა ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, როგორც მათმა მთავარსარდალმა გავიკეთე. Oxford / AstraZeneca-ს იმავე ვაქცინით, რომელიც ინდოეთიდან შემოვიდა და რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა მიიღო. ვაქცინა მოგვცემს საშუალებას კვლავ შეზღუდვების გარეშე ვიცხოვროთ,“- წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.





კომენტარები:

ფართი შოპი